დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბრძანებით, სამეფო საჰაერო ძალები შეუერთდნენ აშშ-ს ძალებს სირიასა და იორდანიაში

დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბრძანებით, სამეფო საჰაერო ძალები შეუერთდნენ აშშ-ს ძალებს სირიასა და იორდანიაში და ისინი მონაწილეობენ ირანის საჰაერო ობიექტების ჩამოყრის ოპერაციაში მანამ, სანამ ისინი ისრაელამდე მიაღწევენ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ რკინისაა. ამერიკა ებრაელ ხალხთან იქნება და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან”, – აცხადებენ თეთრ სახლში.

 

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.

banner
წინა სტატიაშიმტერი ჩასოვ იარს უტევს-გენერალი სირსკი
შემდეგი სტატიაისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს