დიდი ბრიტანეთი რუსულ ბრილიანტებს კრძალავს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას აანონსებს. ახალი ტალღის ფარგლებში აკრძალავს რუსული ბრილიანტებისა და რიგი ლითონის მიწოდებას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა 19 მაისს განაცხადა.

სუნაკის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოიცავს რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინის და ნიკელის იმპორტის აკრძალვას. დიდი ბრიტანეთი ასევე ახალ ინდივიდუალურ სანქციებს ამზადებს 86 ადამიანისა და კომპანიის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაში18 მაისს უკრაინელებმა 660 ოკუპანტი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტი პირადად მიიღებს მონაწილეობას G7-ის სამიტში