დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! არა „ქოცობას“, არა ღალატს! – მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება.

„გილოცავთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ათასწლეულების მანძილზე დიდი ფასი გადავიხადეთ იმისთვის, რომ ჩვენი ერით და სახელმწიფოთი გვეამაყა. მადლობა ჩვენს გმირ წინაპრებს, ვისი მეოხებით და ბრძოლითაც თავისუფლება მოვიპოვეთ.

საქართველოს, ჩვენს თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება. 1918 წლის 26 მაისს, ჩვენ ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება, მაგრამ 1921 თებერვალს ვერ დავიცავით. ვიყოთ ფხიზლად, გამარჯვება ახლოსაა, საქართველო იქნება ერთიანი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

დღეს ასევე ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! არა „ქოცობას“, არა ღალატს!”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ ამაყია იმ შესაძლებლობით, რომ აღნიშნავს ამ დღეს ქართველებთან ერთად, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით და გეხმარებით ძლიერი, აყვავებული, ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში – დეგნანი
შემდეგი სტატიაყველას ვუსურვებ თავისუფლებას, მათ შორის ნიკა გვარამიას – იოსელიანი