დიახ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გვაზიანებს, მაგრამ თავისუფლებას ფასი აქვს და მზად ვართ გადავიხადოთ – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს იმდენი იარაღით დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ უკრაინული მედია Welt-ზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის, ის ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ის მხარს დაუჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ოლაფ შოლცმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სანქციები აზიანებს ქვეყანას, მაგრამ თავისუფლებას თავისი ფასი აქვს.

„დიახ, ეს სანქციები გვაზიანებს ჩვენ, ისინი აზიანებენ ჩვენს კომპანიებს, მაგრამ თავისუფლებას აქვს ფასი. დემოკრატიას, მეგობრებთან და პარტნიორებთან სოლიდარობას აქვს ფასი. ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ეს ფასი“, – განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ არასოდეს დაავიწყდება ის საშინელება, რაც უკრაინის ქალაქ ირპენში ნახა.

banner
წინა სტატიაშიერთმნიშვნელოვნად რუსული ნარატივი – ხიდაშელი ღარიბაშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატიამიაჩნიათ, რომ გუშინდელი აქცია დაფინანსებული იყო ჩემი და მამუკას მიერ, ამიტომ, პირველი რაც იღონეს, სასწრაფოდ დავაყადაღოთ მათი კუთვნილი დივიდენდებიო – ჯაფარიძე