დღეს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს ელოდებიან

დღეს პარლამენტში ელოდებიან ენერგეტიკის მინისტრს. კახი კალაძეს კანონმებლები დარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შეხვდებიან.

მთავარი განსახილველი საკითხებია ქვეყნის გაზმომარაგება და ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობა. უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ არ აქვს მინისტრთან შეკითხვები.

რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან გამართულ მოლპარაკებებზე აპირებს შეკითხვების დასმას საპარლამენტო ოპოზიცია. მათ აინტერესებთ რატომ იცვლებოდა პერიოდულად ინფორმაცია ამ მოლაპრაკებების შინაარსზე, რა ხდება რეალურად, როგორია სამომავლო პროგნოზი და რისკები.

კახი კალაძეს ტარიფებთან დაკავშირებითაც მოუწევს ოპოზიცის შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძე დღეს სტუდია “მაესტროს” თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს
შემდეგი სტატია“ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია“ – თარხან ბათირაშვილის მამის პირველი კომენტარი