ლევან გაჩეჩილაძე დღეს სტუდია “მაესტროს” თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს

სტუდია მაესტროს თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს დღეს არხის ახალი დირექტორი. წინასწარ უცნობია, ვისთან ან სად გაიმართება მოლაპარაკება და მივა თუ არა ამ მიზნით ლევან გაჩეჩილაძე ტელევიზიაში.

რაც შეეხება მის მომავალ მოადგილეებს, ადვოკატის თქმით, განცხადებას ამის თაობაზე თავად გაჩეჩილაძე გააკეთებს.

ადვოკატმა შენობის საიჯარო ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სტუდია მაესტროს ახალი დირექტორი ამ საკითხზე მაკა ასათიანთან გამართავს კონსულტაციებს, თუმცა როდის არ კონკრეტდება.

მაკა ასათიანის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ საიჯარო ხელშეკრულებაზე განცხადებას მაკა ასათიანი გააკეთებს, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

„მას სურს, თავად გასცეს პასუხი, აპირებს თუ არა, რომ იჯარის უფლება მიანიჭოს შპს სტუდია მაესტროს,“ – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაში(FOTO)როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიადღეს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს ელოდებიან