დღეს გამთენიისას ალექსი პეტრიაშვილს დამატებითი ოპერაცია დასჭირდა

დღეს გამთენიისას ალექსი პეტრიაშვილს დამატებითი ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ავრცელებს.

მიშველაძე წერს, რომ ტყვიამ, რომლის ამოღებაც დაჭრილი პეტრიაშვილის სხეულიდან ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ორგანო დააზიანა, რის გამოც სასწრაფო ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. პეტრიაშვილის მეუღლე განმარტავს, რომ ოპერაცია დაახლოებით 5 საათის წინ დასრულდა და ექიმების თქმით თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის მდგომარეობა სტაბილურია.

მიშველაძე სამართალდამცველებსაც მიმართავს და წერს, რომ საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არ უნდა ღძრულიყო.

“ბუკას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა ეხლა, ჯერ არ დამთავრებულა! ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო! ხოდა ეს სხეულის განზრახ დაზიანეებაა თუ მკვლელობის მცდელობა???!!! შსს ცოტა გამოცოცხლდით!”-წერს მიშველაძე.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-პოლიციამ სოფელ ახალ აბსათუმანში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვა
შემდეგი სტატიაშსს-ს შიდა ქართლის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს