დღეიდან საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ ნებადართულია

კანცელარია

საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა. მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია.

იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის “კრიტიკულად აუცილებელია”, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.

ამ დრომდე ონლაინ მხოლოდ მზა საჭმელის გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს დაემატა საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც.

მაგალითად, თუკი ამ დრომდე მხოლოდ პიცისა და წვნიანის შეკვეთა შეგეძლოთ, ახლა უკვე დისტანციურად წიგნის, სათამაშოს და სხვა თქვენთვის საჭირო ნივთებსაც იყიდით.

საქართველოში ონლაინვაჭრობა რამდენიმე დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე, შეიზღუდა.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდებოდა ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდებოდათ.

banner
წინა სტატიაშითბილისში კორონავირუსით სავარაუდოდ ექიმი დაინფიცირდა
შემდეგი სტატიაეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ