თბილისში კორონავირუსით სავარაუდოდ ექიმი დაინფიცირდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ექიმია მოთავსებული. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მედიკოსს კვლევები უტარდება.

ეზუგბაია ამბობს, რომ ექიმს დღეს მოლეკულური ანალიზი გაუკეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება აღნიშნულ შემთხვევაზე საუბარი.

„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

უცნობია, ჰქონდა თუ არა ექიმს შეხება პაციენტებთან. როგორც ცნობიალი, ამს კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდგინდა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა ყოველდღე შეიცვალოს სცენარი – მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადღეიდან საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ ნებადართულია