დღეიდან პირბადის გამოუყენებლობა დასჯადი ხდება

დღეიდან პირბადის გამოუყენებლობა დასჯადი ხდება. მოქალაქეებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ ისინი დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადეს არ ატარებენ.

ფიზიკური პირები ა 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირები და ინდმეწარმეები 500 ლარით დაჯარიმდებიან.

მთავრობამ სპეციალური დადგენილება დღეს უნდა გამოსცეს და პირბადის ტარების წესი დეტალურად გაწეროს. მათ შორის, განისაზღვრება ის, თუ როგორ იმოქმედებს კანონი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და აბიტურიენტებზე.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს ავტობუსების გაზრდილი რაოდენობა მოემსახურება
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია : რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში ბავშვების მონაცემები გროვდება იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული