დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს

მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების 22:00 საათამდე მუშაობის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მანამდე ეს შეზღუდვა მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში მოქმედებდა.

თუმცა დღეიდან, ღამის 10-დან დილის 6 საათამდე რესტორნები და კვების ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება.

გადაწყვეტილება მთავრობამ იმით ახსნა, რომ რესტორნებში და იქ გამართულ ღონისძიებების, თუ წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ დიდი რაოდენობა. მთავრობა აცხადებს, რომ არანაირი სახის ე.წ. ლოკდაუნს არ გეგმავს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ხმარება სავალდებულო გახდა
შემდეგი სტატია29 დევნილ ოჯახს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აუშენდება