დღეიდან დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ხმარება სავალდებულო გახდა

დღეიდან დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ხმარება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 3 ნოემბერს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ ღია სივრცეებშიც”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: კონსოლიდაციისკენ ვიაროთ
შემდეგი სტატიადღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს