დღეიდან, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში, მარცხენა სანაპიროზე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხება უკავშირდება იმას, რომ უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა აღარ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე, ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელი ეწყობა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩემი რჩევა “ნაცმოძრაობას” ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის
შემდეგი სტატიაუახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, მოსახლეობა სამების საკათედრო ტაძარში მისვლას ვერ შეძლებს