სააკაშვილი: ჩემი რჩევა “ნაცმოძრაობას” ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელით “ნაციონალურ მოძრაობას ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის რჩევას აძლევს.

“ჩემი აზრი და რჩევა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ახალი ტენდენციების საფუძვლის ჩამყრელი და ახლაც უნდა გამოვიდეს რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ ფამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი.

ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლის ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის.

დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ”,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ერთი ერთზე დარჩენა რუსეთთან არის ყველაზე დამაზიანებელი”
შემდეგი სტატიადღეიდან, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება