დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი ეროვნული ბანკისგან განმარტებებს ითხოვს

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა, სადეპუტატო შეკითხვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი ეროვნული ბანკისგან ითხოვს განმარტებას, იკვეთება თუ არა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა და აღნიშნული გარემოება წარმოადგენს თუ არა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის უფლების შეჩერების საკმარის საფუძველს.

ირაკლი რუხაძე, რომელიც 2017 წლიდან დღემდე იკავებს სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოზიციას, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატის 2018 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა დამნაშავედ, კერძოდ მან დაარღვია ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციარული) ვალდებულება და ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია Salford Capital Partners Inteational-ს მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ირაკლი რუხაძეს 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-თამარ კირვალიძემ “თიბისი ბანკი” დატოვა
შემდეგი სტატია“სამწუხარო ფაქტია. მათ შორის ბევრს კარგად ვიცნობ” – ვოლსკი 7 მაღალჩინოსნის დაკავებაზე