“სამწუხარო ფაქტია. მათ შორის ბევრს კარგად ვიცნობ” – ვოლსკი 7 მაღალჩინოსნის დაკავებაზე

აჭარის პროკურატურის მიერ დაკავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას გია ვოლსკი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის სტანდარტი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს:

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მათ შორის ბევრს კარგად ვიცნობ, მაგრამ ეს არ განაპირობებს არავითარ შეღავათს, იქ თუ რაიმე გადაცდომაა და კორუფციასთან გვაქვს საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ექსტრაორდინალურს ამას დავარქმევ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ დაკავებულთა რაოდენობას. რაც შეეხება მიდგომას დარღვევებისა და გადაცდომების მიმართ, ეს არის სტანდარტი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი მამუკა ჩიქოვანი ეროვნული ბანკისგან განმარტებებს ითხოვს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე – „ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება