დენიელ ბალსონი: ვაშინგტონში აღნიშნავენ, როგორ ეპყრობიან უშიშროების ძალები მომიტინგეებს

აშშ-ში Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი დენიელ ბალსონი ტვიტერზე წერს, რომ აშშ ახლოდან აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს:

“საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს საელჩოებმა და ა.შ. უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის მთავრობა ახლოდან აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს. მაგალითი შეგიძლიათ აქვე იხილოთ. ვაშინგტონში აღნიშნავენ, როგორ ეპყრობიან უშიშროების ძალები მომიტინგეებს.”

მან მაგალითად ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადება მოიყვანა რომელშიც მან იმედგაცრუება გამოთქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და დაწერა, რომ ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს და რეფორმების ჩავარდნა რეფორმების მხრივ პროგრესს გაანადგურებს

banner
წინა სტატიაშიპატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი, გია გულორდავა უქმე დღეებს საკუთარ ოჯახებში ატარებენ
შემდეგი სტატიამსოფლიო მედიის გამოხმაურება ნოემბრის აქციებზე