დეკანოზი თამაზ ლომიძე:მოღალატეების გასაგონად

როგორღა ავხსნათ, დაბეჩავებლი მოღალატეებისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს?! შეგნებულად მოღალატეებს გასაგებია, რომ ნამუსზე ხელი აქვთ აღებული და ოკუპანტს ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგალითად, გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მიწაა ზაარლანდი. ისტორიულად გერმანული მიწაა და გერმანიის განუყოფელი ნაწილია. საფრანგეთს ესაზღვრება მხოლოდ. წარმოიდგინეთ, ფრანგები, რომ ჩამოსულიყვნენ და დასახლებულიყვნენ ზაარლანდში, შედეგ გაძლერებულიყვნენ, იქიდან გერმანული მოსახლეობა გამოეყარათ და საფრანგეთის დახმარებით გერმანიიდან გამოყოფა მოენდომებინათ. ამის პასუხად და აღსაკვეთად გერმანიის ხელისუფლებას თუნდაც სამხედრო ძალა რომ გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა, რომ გერმანიამ დაიწყო ომი? არ იტყოდით, რადგან ის გერმანიაა და ჩათვლიდით, რომ ომი კი არ დაიწყო, არამედ საკუთარ საზღვრებში და საკუთარ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მოქმედებდა, იცავდა საკუთარ მთლიანობას და ასრულებდა სახელმწიფოს განუხრელ ვალდებულებას. სულ ცოტა ხნის წინ იგივე გააკეთა ესპანეთის მთავრობამაც და ფესვებშივე ამოძირკვა ამგვარი მცდელობა. ასე იქცევა ყველა სახელმწიფო, რომელსაც სურს ღირსეული არსებობა. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ვინც დღეს, რუსეთისგან საქართველოს წინააღმდეგ ამდენი მტრობის და ბოროტების ჩადენის შემდეგ, კიდევ ბრიყვულად ამბობს, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი სამაჩაბლოში, არის ოკუპანტის მსახური, საქართველოს მოღალატე და სამარცხვინო მოქალაქე. ამავდროულად უკიდურესი ბრიყვი და სულელი, ისეთი, თვით მტერსაც რომ სძულს. არ არსებობს სხვა სიმართლე.

 

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიადგილი აქვს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატია(video) დაღუპული გმირებისთვის ყველაზე დიდი პატივის მიგება ოქტომბერში ისეთი პრეზიდენტის არჩევაა, რომელიც არ დაუშვებს მომხდარ ტრაგედიათა განმეორებას