ადგილი აქვს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს – დავით ზალკალიანი

10 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია,“ – ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:

„კვლავინდებურად ადგილი აქვს უკანონო სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილი აქვს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზას 2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატი, ყველა ძირითად საერთაშორისო აქტორთან ერთად ვართ აქტიურად ჩართული იმ მწვავე საკითხები მოსაგვარებლად, რასაც ეფუძნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ისეთი როგორიც არის ძალის არგამოყენების ვალდებულება, საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება,“ – განაცხადა ზალკალიანმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ჩვენ არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების, არც დემოკრატიის გაღრმავების, არც ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზისით
შემდეგი სტატიადეკანოზი თამაზ ლომიძე:მოღალატეების გასაგონად