დეკანოიძე – მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების ფაქტები

ქვეყნისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ აქვე სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე, ამაზე საჯარო გზავნილიც იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების ვიზიტი, ის გზავნილები, რომლებიც იყო საჯარო და დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა იყო სერიოზული გზავნილები. ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ცალსახად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აქვე ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე. ჩვენ ამაზე გვითხრეს და საჯარო გზავნილიც იყო. დარწმუნებული ვარ, შიდა გზავნილიც ეს იყო. ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში. ამაზე იყო ძირითადად აგებული ვიზიტის გზავნილის არქიტექტურა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ვალდებულია, წამოჭრას ყველანაირი საკითხი, რომელიც არსებობს და შეიძლება იყოს საჭირბოროტო.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ისევე, როგორც მაგალითად, ელჩ ო’ბრაიენისთვის, რომელიც საქართველოს ასახელებდა პრობლემური ქვეყნების გვერდით. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაქტები არ დადასტურდა. ამას ნამდვილად ღიად და გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზეც, რომ კვლავ უნდა გადაიდგას წინ ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა
შემდეგი სტატიათიბისისთან პარტნიორობით ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ვეტერინალური კლინიკა გაიხსნა