დეკანოიძე – კოვაქსის პასუხი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არის განგაშის საფუძველი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმის პასუხის გამო, რომ საქართველომ თებერვალში ვაქცინა ვერ მიიღო, რადგან კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მთავრობა პოლიტიკურ ფასს უნდა იხდიდეს.

“კოვაქსის პასუხი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ ვერ/არ გაამზადა კონტრაქტები, დროულად არ იმოქმედა – არის განგაშის საფუძველი. ყველა ქვეყანაში ამისთვის მთავრობა დაისჯებოდა და პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდა გადადგომით.

გამყრელიძე/იმნაძე/ცერცვაცის ტყუილებით გამოგვკვებეს.. ეს არის დანაშაული”, – წერს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიააქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული