აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

პროტესტის 92-ე დღე – ამ წუთებში აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციას მართავენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ჟურნალისტის კითხვაზე “რატომ არის პოლიცია ადგილზე მობილიზებული, თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და უკვე სამოქალაქო პირია?” – მთაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელი, გოგა მემანიშვილი კითხვის საპასუხოდ ამბობს: – “არანაირი ბრძანება. უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ”, – ამბობს გოგა მემანიშვილი

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა მხოლოდ ფორმალობაა, ის “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სივრცეში კვლავაც მთავარ მოთამაშედ რჩება და ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს ვითარებაზე პასუხისმგებელი პირვლ რიგსი სწორედ ისაა. მათი მოთხოვნები უცვლელია – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

სამოქალაო აქტივისტების ინფორმაციით, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში აქტივისტს გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოძრაობა საქართველოს აქტივისტები ფიქრობენ, რომ მუმლაძეს მიკერძოებული სასამრთლო დააკავებენ.

“92 დღეა “მოძრაობა საქართველოსთვის” იბრძვის ამ ქვეყანაში და პარლამენტთან დავდგით კარვები და ერთერთი ე.წ. ინციდენტი გალერეასთან, სადაც გიორგი ძალიან მწარედ, ჩატენვით, თავში ჩარტყმით წაიყვანეს პოლიციაში აი ამ საქმეზე მიდის ახლა სასამართლო პროცესი. ჩვენ განვიხილავდით და ველოდებით, რომ დააპატიმრებენ გიორგის”, – ამბობს აქტივისტი კახა კვევესკირი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდეკანოიძე – კოვაქსის პასუხი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არის განგაშის საფუძველი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – შარლ მიშელის ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის