დედაქალაქში 15 პარკის პროგრამა განხორციელდება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქში 15 პარკის პროგრამა განხორციელდება, აღდგება 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყე. ღონისძიებებზე, რომელიც თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში ისაუბრა.

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ, 15 პარკის პროგრამის განხორციელებას და მინიმუმ, 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყის აღდგენას. იცით, რომ სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით – ფიჭვები, რომლებიც წლების წინ იყო დარგული დედაქალაქში, უკვე პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ სანიტარული ჭრების პარალელურად, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ირგვება ახალი ხე-მცენარეები. ეს პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება
შემდეგი სტატიაუგულავა – ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება