დავითაშვილი: ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმიტომ ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ძველი მოწვევის საკრებულოები ბიუჯეტს იმიტომ ამტკიცებენ, რომ “ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დრო არ დაიკარგოს”.

“იურიდიულად ეს პროცესი არის გამართული, იმიტომ, რომ ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ 3 დეკემბრიდან. შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს 2022 წელს. ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ დაკარგოს ერთი წამიც კი. ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები იმისთვის, რომ მერიებმა ხალხის საჭიროებებისთვის იმუშაონ 24 საათი”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი”ევსაქების” კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე- ვერაფრით ვერ ავყვებით სხვა პარტიის პრიორიტეტებს
შემდეგი სტატიაესტონეთის ელჩი: კადრები, რომელიც მედიაში ვრცელდება, შემაძრწუნებელია