ესტონეთის ელჩი: კადრები, რომელიც მედიაში ვრცელდება, შემაძრწუნებელია

ესტონეთის ელჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. რიინა კალიურანდმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება საზოგაოდების დაშინების მცდელობად შეაფასა.

“ის, რაც მესმის სხვადასხვა წყაროებიდან, არის ძირითადად სულ შეფასებები, ამიტომ მას შემდეგ, რაც ვესაუბრები სახალხო დამცველს, მას ვენდობი, რადგან მას აქვს პირდაპირი წვდომა ყლფილ პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ის კადრები, რომელიც მედიაში ვრცელდება, შემაძრწუნებელია. ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ იყო ამის გავრცელება საჭირო, რადგან ეს არის დაშინების მცდელობა ყველასთვის, არის პრეზიდენტი თუ არა. ყველა ინდივიდის უფლებაა იშიმშილოს, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობაა მას გაუწიოს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, რათა მისი ინტერესები იყოს დაცული, ამიტომ მოხარული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც პარასკევს მიიღეს, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში. ამით ერთი სწორი ნაბიჯი გადაიდგა, – განაცხადა რიინა კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაშიდავითაშვილი: ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმიტომ ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს
შემდეგი სტატიასუბარი: ითხოვდეს და მიეცესო, სააკაშვილს შეუძლია, საინიციატივო ჯგუფი შეკრას, ექვსი წელი საკმარისი დროა