დავით ზურაბიშვილი გლობალური ომის პარტიის აგენტია, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას – კობახიძე

დავით ზურაბიშვილი გლობალური ომის პარტიის აგენტია, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას – გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც ბიძინა ივანიშვილია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც დავით ზურაბიშვილი ივანიშვილის დაპატიმრებაზე საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს“.

„მეც მინდა დავეთანხმო ჩვენს კოლეგებს, საპარლამენტო უმრავლესობიდან. ნამდვილად უცხოელი აგენტია დავით ზურაბიშვილი, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცით, თუ რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როდესაც ის საუბრობს ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრების, პატიმრობის ორდერის გამოწერაზე და ა.შ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს. დავით ზურაბიშვილი გლობალური ომის პარტიის აგენტია, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას.

ზეწოლა ძალიან დიდია ხელისუფლებაზე, ჩვენზე, მაგრამ გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს გაჩერებული თანხები, ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს მის წინააღმდეგ და უფრო მეტიც, მას ემუქრებიან ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული – დაკავებასთან დაკავშირებული მუქარა და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ინტერესი ჯერ კიდევ არ გამქრალა. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ აქ გაიხსნას „მეორე ფრონტი“. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე საზოგადოებამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია ჩვენს ქვეყანას, ამ პროცესებსაც გავივლით და აუცილებლად შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოელი აგენტი, დავით ზურაბიშვილი, ან სხვა, ან თვითონ გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე – ვოლსკი
შემდეგი სტატიაკარგი იქნება, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება სულ მცირე 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად აისახოს მათ საარჩევნო შედეგებზე – კობახიძე