დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 11:15

დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიამა ქალაქ ჰელსინკში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართა შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ამ მხრივ, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მნიშვნელობას.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში გაიმართება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი ეკონომიკური დავაჭრობის კომისიის – ე.წ. JETCO პირველი სხდომა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს ორი ქვეყნის მნიშვნელობა და თანამშრომლობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 11:15

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics