დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილის ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაზე აცხადებს, რომ ყველამ უნდა ისწავლოს სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს თუ არა.

“ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, რომ ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს საშუალებას ამაზე აპელირების და ეს კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები დაცული უნდა იქნეს და ასეთ შემთხვევაში, დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამითი მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეული, არის ყავდეს ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ ვიღაცამ დაასკვნას რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილი და არა კანონი სდევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა ახდა”’- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდეტს უნდა აცადონ მიიღოს გადაწყვეტილება.

“ვაცადოთ პრეზიდენტს, მან კონსტიტუციის კითხვაც იცის, მისი გამოყენებაც იცის, მას შეუძლია გაერკვეს ხოლმე საკითხებში, ვეტო ხან დაადოს, ხან არ დაადოს, პატიმარი ხან შეიწყალოს, ხან არ შეიწყალოს. ვაცადოთ პრეზიდენტს ყველა ამ გადაწყვწტილების მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაში დიდი როლი მიუძღვის ხელისუფლებას