პუტინის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.

აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სელექტორულ სხდომაზე გააკეთა.

შემოწმება რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და მობილიზაციის შესამოწმებლად ტარდება და ის 22 ივნისამდე გაგრძელდება.

“განსაკუთრებული ყურადღება ოპერატიული ძალების შემოწმებას დაეთმობა”, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

ცნობისთვის, რუსეთში ბოლო წლების მანძლზე საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება რეგულარულად ტარდება.

მარტში ამგვარი სწავლება რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 30 ათასმა ადამიანმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ეროვნულ გამოცდები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილის ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა