დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს

region
ავტ.: region ივლისი 22, 2019 15:27

დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მას მოლაპარაკება არ ჰქონია და რომ მასთან ირაკლი ოქრუაშვილი თავად მივიდა.

საქმე ეხება, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცახდებას, რომელმაც აღიშნა, რომ “ქართულ ოცნებასთან” საერთო ენის გამონახვის მიზნით, შუამავლობა დავით უსუფაშვილს სთხოვა.

დავით უსუფაშვილი იხსენებს, რომ ოქრუაშვილმა მას სთხოვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებისთვის ეთქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზად არის პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, ამის სანაცვლოდ კი მმართველ გუნდთან ურთიერთობის დალაგება უნდოდა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილის ნათქვამი მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს გადასცა, რომელთა პასუხი იყო, რომ ოქრუაშვილი ჯერ უნდა დალაპარაკებოდა პროკურატურას. თუ როგორ განვითარდა ამის შემდეგ მმართველი გუნდსა და ოქრუაშვილს შორის ურთიერთობა, ამასთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.

„მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია. ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს “ქართულ ოცნებასთან” და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებისთვის. მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი – დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში, მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, ოცნებასთან მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით, 2014 წელს პროკურატურას ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც „ქართულ ოცნებასთან“ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია.

region
ავტ.: region ივლისი 22, 2019 15:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics