დავით სერგეენკო : მჯერა, საქართველოს მოსახლეობა მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საჭიროება, ვფიქრობ, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ არჩევნები გამჭირვალე და დემოკრატიული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, მეორე ტური დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

„რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი. მექნება სათხოვარი, მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად, ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე და მათ განვლილ ცხოვრებაზე. ეს ყველაფერი უნდა შეჯამდეს და ამის საფუძველეზე უნდა გაკეთდეს არჩევანი. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებენ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში„არ იქნება არავითარი დაპირისპირება, არეულობა, პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა“ – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა 17-28 ოქტომბერს, 2 283 653 ლარის შეწირულება მიიღო