დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს და მის განცხადებას.

დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას „ფეისბუქით“ ეხმაურება და ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის პროვოკაცია ვერ შედგა.

მისივე განმარტებით, 26 თებერვალს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება სათაურით, „პარლამენტარის ჯგუფური სექსი“, რის შემდეგაც მიმართა პოლიციას.

„27 თებერვლის დილას, ჩემს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების შემდეგ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზევე, პროცესუალური მოქმედების ფარგლებში გაიხსნა ეს ვიდეო და პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ ვიდეოს პერსონაჟი – პარლამენტარი, სულაც არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრი. ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას. ეს ხუმრობა არ არის ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ამ პროვოკაციული აქციის მიზანი ჩემთვის გასაგებია და შეიძლება იმაშიც დაგეთანხმოთ, რომ მიდგომები დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა იყოს დიფერენცირებული, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა ეს პოზიცია ისე უნდა დააფიქსიროთ, რომ საბოლოოდ ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოგივიდეთ“, – განმარტავს მათიკაშვილი.

დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებს ყველა სამართლებრივი საშუალება დარღვეული უფლების აღსადგენად.

banner
წინა სტატიაშიპოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე, მოგვიხდება დატოვება გუნდის – კობა ნარჩემაშვილი “ოცნებიდან” წასვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიადავით მაღრაძე: შეგიძლიათ წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან სანამ, მიგითითებთ კარისკენ