დავით გარეჯზე ჩემი წერილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება-ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნულ საქმეს “კარტოგრაფების საქმე” დაერქვას

საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “რადიკალურ ოპოზიციას” აქვს მცდელობა დავით გარეჯის საქმეში საკუთარი დანაშაული დაფაროს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნულ საქმეს “კარტოგრაფების საქმე” დაერქვას.

“კონკრეტული პიროვნებების პასუხისგებაში მიცემის საკითხს წყვეტს პროკურატურა და სასამართლო. ეს არაა ჩემი პრეროგატივა. მე საკითხის ირგვლივ გამოძიებას მივეცი ინფორმაცია და მოგეხსენებათ ჩემი წერილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება იმიტომ, რომ რეალურად ჩემი ხელმძღვანელობით შეგროვდა მასალები, რომელიც მე მივაწოდე პროკურატურას. საქმე ეხებოდა ძალიან მძიმე ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულს. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, რომ ეს საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას როგორც კარტოგრაფების საქმე. ეს მიუთითებს იმას, რომ მათი მცდელობაა, საკუთარი დანაშაული დაფარონ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში ოჯახური ძალადობის ფაქტების შემთხვევაში
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან „ფაიარაი“ (Fireeye) თანამშრომლობს