დავით გაგუას კლინიკა თეა წულუკიანის შვილის ფოტოს აქვეყნებს

დავით გაგუას კლინიკა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შვილის ფოტოს აქვეყნებს.

“18 მარტს დავით გაგუას კლინიკა David Gagua Clinic-ში დაიბადა მერი კაკულია წონა – 3000 გრ. სიგრძე-49 სმ. ვულოცავთ ქ-ონ თეა წულუკიანს და მის ოჯახს გოგონას დაბადებას”, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მის მეუღლეს გოგონა ორი დღის წინ შეეძინათ.

თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულიაა, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ვებგვერდზე ფარული მოსმენების კანონზე მოტივირებული შენიშვნები გამოქვეყნდა
შემდეგი სტატია(video) ნარკოტიკების ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, სიმართლეს არ შეესაბამება