შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ნარკოტიკების ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, სიმართლეს არ შეესაბამება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტის სიძის მეგობრისთვის ნარკოტიკის ჩადების ვერსიაზე, მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზანს ემსახურება.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავინ არაფერს არავის უდებს. ყველა ის განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით, ემსახურება ერთ მიზანს, ეს არის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და მეტი არაფერი.
არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია. ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, რეალურია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პატიმრობა მიუსაჯეს.
პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ მის მეგობარს 18 აბი სუბოტექსი, ჩაუდეს.
https://www.youtube.com/watch?v=50Wo09bHmeM&feature=youtu.be