დავით ჭიჭინაძე: ,,დასანქცირდება ყველა, ვინც „ოცნებასთან“ ერთად ძარცვავს ქვეყანას და ხალხს”

პოლიტიკური მოძრაობა ,,ტრიბუნას” ლიდერი,  დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ მოსამართლეების შემდეგ სანქციების რიგში სხვა მაღალჩინოსნებიც დგანან.

“ვფიქრობ, დასანქცირდება ჩხარტიშვილიც და ყველა, ვინც „ოცნებასთან“ ერთად ძარცვავს ქვეყანას და ხალხს. და ეს არიქნება მხოლოდ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, მათი ფინანსებიც გაიყინება, რადგან დამალული არაფერია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ სადმე ოფშორში ან შვეიცარიაში თუ შეაკვეხებს მოპარულს, ვერავინ დაინახავს, ზუსტად მანდ ცდება. მიტუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში. ასე რომ, სხვადასხვა მაღალჩინოსნის კნავილი დღეს იმიტომ გვესმის, რომ გადასარევად იციან, ბევრი მათგანი სწორედ ამ სანქციების რიგში დგას. უკვე დასანქცირებული მოსამართლეები კი, ივანიშვილმა წამოჩიტა და გახადა გავლენიან მილიონრებად, თორემ სააკაშვილის ვერტიკალში იმდენად დაბალ დონეს წარმოადგენდნენ, რომ ადეიშვილის ხელის ბიჭები განსაზღვრავდნენ მათ ბედს”,- წერს სოციალურ ქსელში დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიГУР: მოსკოვისა და პეტერბურგის ელიტა რუსეთიდან გარბის
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის თავდაცვის სამინისტროს ჩასაფრება ასწავლეს