დავით ბერძენიშვილი: კონსოლიდაციისკენ ვიაროთ

ბოიკოტზე არგუმენტები აქეთაცაა და იქითაც. წესიერი, კვალიფიციური ადამიანებიც. და რომელიმე მხარეს ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ვერ ექნება. ნოემბრის ბოლოს თუ ხელახალ არჩევნებს მივიღებთ, დავუფასებ ყველას გამჭრიახობას, ვინც ამ გზის ინიციატორი იყო. ვგულშემატკივრობ ამ პროცესს და რესპები მასში ვმონაწილეობთ.თუ არც ოპოზიციას ვიხილავთ პარლამენტში და არც ხელახალი არჩევნების კონტურები გამოჩნდება, მაშინაც პირნათელი ვიქნები შეფასებაში და სამომავლო გზის ძიებაში. ყველაფერი ან არაფერი არასოდეს ყოფილა პოლიტიკის წესი… რაც მეტს მივიღებთ შესაძლებლიდან, მით უკეთესი. პატივს ვცემ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანების მოსაზრებებს… და არასოდეს გამჭირვებია ან მომრიდებია აზრის პირუთვნელად გამოთქმა. არავის ვსაყვედურობ. სიმართლე ერთზე მეტია და ყველას საკუთარი ხედვა აქვს.. შედეგიც მალე იქნება. მთელი ორი წელი 2018- დან სულ ვადამდელი არჩევნები ვიძახეთ, 2020- მდე საქართველო ვერ მიაღწევსო – ეს სიტყვებიც ვთქვით და ვისმინეთ. მაინც ვადაში ჩატარდა არჩევნები.. ტაქტიკაზე ვსაუბრობთ. არ შედის მთელი ოპოზიცია არც პარლამენტში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში… ეს უკვე მოცემულობაა. და პირველად მოხერხდა ასეთი ერთიანობა საქართველოში. ეს არის კარგი სასტარტო პოზიცია. ახლა სამართლებრივი ომია გასამართავი და ამისთვის ხალხი ღამეებს ათენებს. დიდი პროტესტი ქუჩაში და დასავლეთის მოტრიალება მოპარული არჩევნების შეფასებაში… მრავალკომპონენტიანი ამოცანაა. რთული ძალიან. და ნუ კი ” ვამხელთ” ან მოვიკვეთთ ძაან მაგარ ხალხს ამ ქვეყანაში, ვისაც სიტყვაც ეთქმის და უთქვამს, არამედ დავანახოთ წარმატების ეტაპები, მივუახლოვდეთ გამარჯვების ფორმულას… დასავლეთის დასტურის გარეშე ვერ იცვლება ამ ჩვენს პოსტსაბჭოურობაში ჩარჩენილ სამშობლოში ხელისუფლება მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის ნებით, მით უმეტეს, როცა სხვაობა მცირეა, ვთქვათ 55-45-ზე. ოპოზიციის გადაყრილ ბიულეტენებს პოულობს ხალხი. მაგარია. მოკლედ, კონსოლიდაციისკენ ვიაროთ, ასე უკეთესი მგონია. ყველას საკუთარი სათქმელი და ასახსნელი აქვს საკუთარ ამომრჩეველთან თუ გულშემატკივართან…ვინც უწონებს და ვინც უწუნებს ტაქტიკას. ნუ გავამარტივებთ, არაა შავთეთრი ვითარება. ენმ არის განუზომლად ძლიერი პარტია, ვიდრე ყველა სხვა ერთად აღებული.. ოპოზიციური ხმების დაახლოებით ორი მესამედი მისია. მან მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლაზე და ეს შემდეგ ამცნო სხვა ოპოზიციურ პარტიებს. მაგრად მოიქცა ყველა ოპოზიციური ჯგუფი და სოლიდარობაც გამოუცხადა და თავადაც უარი თქვა საკუთარ მანდატებზე.. უკლებლივ ყველამ. დავდექით ამ გზაზე და ვზრუნავთ ვადამდელი არჩევნებისთვის-წერს დავით ბერძენიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები
შემდეგი სტატიადღეიდან დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ხმარება სავალდებულო გახდა