დავით ბერძენიშვილი: ახლა მსჯელობა მიდის 130/20-ზე

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ისეთ ვარიანტს არ შესთავაზებს, რომლითაც მანდატები მაჟორიტარული წესით 40 ადგილზე მეტს შეავსებს. ამიტომ, მისი თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს და პროპორციული სიით 130, ხოლო მაჟორიტარული სიით 20 მანდატი შეთავაზების ერთ-ერთი ვარიანტია, – “ესაა პრინციპი, რომ პარტია თუ იგებს მაჟორიტარულ ოლქებს, მას 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს. 40%-ზე მეტი ვერსიებში არის და ახლა მსჯელობა მიდის 130/20-ზე არის ერთ-ერთი შესაძლებლობა ამის” – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

“დიპლომატები მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ამ ფორმატს და იქნებ შედეგამდეც მივიდეთ. ისინი გვეუბნებიან, რომ კიდევ ურთიერთკომპრომისული წინადადებები იყოს. რაკი ბატონი მდინარაძე, მისი განცხადებით, გვეუბნება, რომ 100/50-ზე უნდა იყოს, ამით მან პრაქტიკულად დახურა ეს თემა და თქვა, ოპოზიციიდან ველოდებით ახლა ჩვენ კომპრომისულ წინადადებებსო. მდინარაძემ თქვა, იმედია ოპოზიცია არ შემოგვთავაზებს 145/5-ს, 140/10-ს… მე კი იმავე პროპორციით ვეუბნები – არ ელოდება ხელისუფლება, რომ ჩვენ მას შევთავაზებთ 105/45-ს, ან 110/40-ს”, – თქვა ბერძენიშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი იყო მთელი გუნდის პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებას ულოცავს