დავით ბერძენიშვილი: 28 წლის მერე, ამ კვირასაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა ჩვენს ორ დიდ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინასა და თურქეთში

31 მარტი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა, პირველ რიგში.

28 წლის მერე, ამ კვირასაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა ჩვენს ორ დიდ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინასა და თურქეთში.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი რომ ტელესერიალში პრეზიდენტის როლის შემსრულებელი დნეპროპეტროვსკელი ზელენსკი იყო, რომელსაც დნეპროპეტროვსკელი ოლიგარქი, ყირიმის ანექსიის მერე პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 1 წლით დნეპროპეტროვსკის გუბერნატორად დანიშნული ებრაული კონგრესის ხელმძღვანელი კოლომოისკი უჭერდა მხარს, ყველამ იცოდა.
მეორე ტურში გასვლის შანსი რომ მოქმედ პრეზიდენტ პოროშენკოს გაცილებით მეტი ჰქონდა, ვიდრე ყოფილ პრემიერს, ყოფილ პოლიტპატიმარს, კიდევ ერთ დნეპროპეტროვსკელს – ტიმოშენკოს, ესეც პროგნოზირებადი იყო.
სოციოლოგიური კვლევები, განსაკუთრებით კი ეგზიტპოლები ზუსტი აღმოჩნდა-ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგები ამას ადასტურებს. ზელენსკი მეტ ხმას სამხრეთ-აღმოსავლეშში იღებს, პოროშენკო და რამდენიმე სხვა კანდიდატი დასავლეთში, ესეც გასაგებია. ცენტრში ორივე ფავორიტს აქვს შედეგი, სამხრეთ-აღმოსავლეთშიც არის 10 პროცენტიანი ელექტორატი ზომიერად პრორუსული და დასავლეთში კიდე უფრო მეტი რადიკალურ-ანტირუსული. მესამე, მეოთზე, მეხუთე და ა.შ. კანდიდატების ხმებში ასეთებიცაა და ისეთებიც.
ერთი რამ ცხადია- მოსკოვს აღარ ჰყავს საკუთარი “ახალი იანუკოვიჩი”… სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შანსი რომ არ არის პოროშენკოს ხელისუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, ესეც ცხადია….მოკლედ, უკრაინაში რაც მოხდა 2019 წ. 31 მარტს, იყო მაღალი ალბათობით მოსალოდნელი.

ჩემთვის გაცილებით საინტერესო იყო თურქეთის ადგილობრივი არჩევნების შედეგები…შედეგები კი ძალიან დამაიმედებელია – 1994 წ. მერე პირველად დედაქალაქი ანკარა მოიგო ათათურქის შექმნილმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ – ყველაზე მსხვილმა, საერო პროდასავლურმა პარტიამ. თურქეთის მესამე ქალაქს – იზმირს რო მოიგებდა ეს პარტია, მოსალოდნელი იყო: ანტალიაც მოიგო კიდე ბევრი ურბანული ცენტრი. ართვინიც მოიგო, რაც დამატებით ემოციურ დატვირთვას ატარებს ჩვენთვის.
სტამბოლში დათვლილია ხმების 99,75%… 24 ათასი ხმით წინაა სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი; ერდოგანის და მისი კაბდიდატის-ყოფილი პრემიერის წინასწარი ზეიმი, სტამბოლი კვლავ ჩვენიაო, ფუჭი გასროლა გამოდგა.
ერდოგანის პოლიტიკური აღმასვლა სტამბოლის მერობით დაიწყო ორი ათეული წლის წინ… საპრეზიდენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობას ელტვოდა და შეძლო ამ საკითხზე რეფერენდუმის მოგება.. სამხედროების დაპატიმრება, მედიის შეზღუდვა, დედაქალაქში, აია-სოფიაშიც ტურისტების მკვეთრი შემცირება( ქრისტიანულ ტაძრად აგებული, ათათურქის მიერ მუზეუმად გამოცხადებული შედევრის კვლავ მეჩეთად გადაკეთების ინიციატივაც მისია), მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა,პუტინთან გარიგების გზა, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკა და ა.შ. გვიქმნის ახალ საფრთხეებს რეგიონში.
სწორედაც პრეზიდენტის რანგში წამოეწია ფინანსური კრიზისი, ლირის დაცემა და, რაც ფრიად სასარგებლო მგონია, ოპოზიციური კონსოლიდაცია( სახალხო რესპუბლიკელები თანამშრომლობენ ნაციონალისტების გაყოფის მერე შექმნილ ” კარგ პარტიასთან” და ქურთების (და არა მარტო ქურთების) პარტიასთან.
ანკარის და მთავარი მეგაპოლისის-სტამბოლის წაგება ერდოგანის ისლამურ-ნაციონალისტური პოლიტიკური ძალის დაღმართის მანიშნებელია….ფამუქის სტამბოლი( უკვე არა მარტო ცენტრალური უბნები) ეუბნება ერდოგანს – მე შეგქმენი და მევე დაგმარხავო….პოლიტიკურად, რა თქმა უნდა)))))-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციას მხოლოდ უკუსვლა მოუტანა
შემდეგი სტატია5 აპრილს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ