ივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციას მხოლოდ უკუსვლა მოუტანა

ივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციას მხოლოდ უკუსვლა მოუტანა – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი სახალხო დამცველის ანგარიშს.

მისი თქმით, ანგარიში, სადაც საუბარია პოლიციის მხრიდან ძალადობის მაჩვენებლის საგანგაშო ზრდაზე, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პოლიციის ეფექტურობა გაუარესებულია.

„კრიმინალის ზრდა, რასაც ყოველდღე ვაწყდებით, რასაც ადასტურებს სტატისტიკა და ამავე დროს ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონკრეტულად წინასწარი დაკავების იზოლატორში, რაც დათვალა და გაზომა სახალხო დამცველმა. ორივე მაჩვენებელი გვაჩვენებს, რომ გახარიას მინისტრობის პერიოდში პოლიციის ეფექტურობა გაუარესდა. რეალურად გახარიამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია, პოლიციას, როგორც სახელმწიფოს საყრდენს, მოუტანა მხოლოდ უკუსვლა, რაც პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სახალხო დამცველის ანგარიში შს სამინისტროს სტატისტიკას ეყრდნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ, სხეულის დაზიანების მიღების 65 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს – 116 შემთხვევა.

განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარაში. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40% აჭარის რეგიონში გვხდება.

აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 11 ივნისს ნიკა მელია უკანონოდ დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: 28 წლის მერე, ამ კვირასაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა ჩვენს ორ დიდ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინასა და თურქეთში