დავით ბაქრაძემ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძემ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამშობლოს მშვიდობიანი გამთლიანება.

„დღეს ჩვენი ისტორიის ერთერთი მძიმე თარიღია და თარიღია რომელიც გვახსენებს, რომ ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს გამთლიანება, მშვიდობიანი გამთლიანება და დეოკუპაცია. ამიტომ მოვედით აქ, რომ ვთქვათ, რომ არ შევეგუებით ოკუპაციას, არ შევეგუებით უსამართლობას, არ შევეგუებით ჩვენი სამშობლოს ნაწილის წართმევას. აფხაზეთი არის საქართველო, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, ოღონდ ამისთვის მთავარია ჩვენმა საზოგადოებამ ხელები არ ჩამოუშვას, იმედი არ დაკარგოს, არ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე და ჩვენ დავიწყეთ ის რაც ოკუპანტმა მოგვახვია თავზე და სანამ ქართული საზოგადოება იქნება მაგრად, სანამ ქართულ საზოგადოებაში იქნება ხალხი ვისაც ჯერა მომავლის და იბრძვის მომავლისთვის, მე დარწმუნებული ვარ აუცილებლად მშვიდობიანად პოლიტიკური მეთოდებით გავამთლიანებთ ჩვენ სამშობლოს.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაში„აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოა და წარმოუდგენელი, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ”
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე ხალხს შვილმოკლული მამების გვერდით ბრძოლისკენ მოუწოდებს