მუხრან ბურჭულაძე ხალხს შვილმოკლული მამების გვერდით ბრძოლისკენ მოუწოდებს

ლიბერალ დემოკრატი ლიდერი მუხრან ბურჭულაძე, ხალხს შვილმოკლული მამების გვერდით ბრძოლისკენ მოუწოდებს. მუხრან ბურჭულაძის თქმით ივანიშვილი დიდ თანხას ხარჯავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“რეჟიმი დასრულდება თუ ქართველები სწორ ნაბიჯს გადავდგამთ.

ორი შვილმოკლული მამა, ეს ორი გმირი დღემდე მარტო იბრძვის.
მათ წინააღმდეგ მუშაობს ბოროტების მანქანა – რეჟიმი, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ეკლესიაც კი და ეს დაზუსტებით ვიცი.

ნურავინ მოელის მათ ნდობას, რადგან მამებმა მწარედ იწვნიეს რეჟიმის სისასტიკე და ოპოზიციის ღალატი.

ოპოზიციას რომ შეესმინა და დაეჯერებინა, არ გაპარულიყო, პასუხისმგებლობას არ გაქცეოდა, ფული არ აეღო, მოძალადე ხუნტა რკინის ვოლიერიდან ისაუბრებდა.

რეჟიმი დასრულდება აქციებით და არა არჩევნებით. ივანიშვილი დიდ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ხალხს ეს ყალბი თამაში აღიარებინოს, რითაც ძალაუფლებას შეინარჩუნებს. რეჟიმს დავასრულებთ მხოლოდ მასშტაბური გამოსვლებით.

ამომრჩეველთა 75%-მა უარი თქვა მონაწილეობაზე, მათ ესმით, რომ უბანზე მისვლა ძალადობის ლეგიტიმაციას ნიშნავს.

ახლა ყველას ადგილი მამების გვერდითაა.”- აცხადებს ლიბერალ დემოკრატების ლიდერი მუხრან ბურჭულაძე

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძემ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას
შემდეგი სტატია“ჩვენ უნდა გვქონდეს დღეები, როდესაც ყველა ვართ ერთად”- დავით უსუფაშვილი