დავით ბაქრაძე – რასაც აკეთებს ნიკა მელია, არის განგაშის ატეხვა

რასაც აკეთებს ნიკა მელია, არის განგაშის ატეხვა, სად არის დღეს საქართველო და რა მდგომარეობაშია ქვეყანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ხდება ნიკა მელიასთან მიმართებაში, ეს არის ცალსახა უკანონობა.

„ყველაზე საშიში უკანონობა გახლავთ არა მაშინ, როცა ის ღიად არის ჩადენილი, ყველაზე საშიში უკანონობა არის მაშინ, როცა შეფუთულია კანონში, ინსტიტუტებსა და სიმართლეში. საშიშია მაშინ, როცა ინსტიტუტები, კანონი და სამართალი ემსახურება უკანონობას და პოლიტიკურ ინტერესს. ეს ხდება დღეს ნიკა მელიას თავს. რასაც აკეთებს ნიკა მელია, არის საზოგადოებრივი განგაშის ატეხვა, სად არის დღეს საქართველო და რა მდგომარეობამდეა ქვეყანაში სამართლის, კანონისა და ინსტიტუტების მდგომარეობა. ამიტომ ნიკა მელიას მხარდაჭერა ეს არ არის პარტიული და პოლიტიკური თემა. დღეს ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთად არ დავუშვათ, რომ საქართველოში კანონის სახელით მოქმედებდეს უკანონობა. ამაზე ვისმჯელებთ დღეს. იქნება გადამწყვეტი პირველ რიგში ნიკა მელიას პოზიცია, თუ როგორ ხედავს ის მომავალს და საკუთარი ბრძოლის გზას. მოვუსმენთ ნიკას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება – ბრძოლა თუ გვინდა იყოს წარმატების და შედეგების მომტანი, ის უნდა იყოს მშვიდობიანი, საკმარისი მეთოდები გვაქვს პოლიტიკური ისეთი, რომ არ დავუშვათ უკანონობის ჩადენა“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – გავრილოვის ხარკის გადახდას არ ვაპირებთ, მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – შევეცდები, დავასაბუთო, რატომ იქნება უფრო სწორი, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს