(Video) დავით ბაქრაძე : ქვეყანაში, სადაც ქუჩაში ისვრიან და აფეთქებენ, ხელისუფლება უნდა წავიდეს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ხელისუფლების რეჟიმის შედეგად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება 8 ოქტომბერს ქართულ ოცნებას „სახლში გაუშვებს“.

„ამ ფაქტით გამოჩნდა კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება. ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა იმ ქვეყანაში, სადაც დღისით ქუჩაში ესვრიან იარაღს და აფეთქებენ მანქანებში. ეს ხელისუფლება დამთავრდება 4 დღეში და ეს აღარ გახლავთ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების და გადარჩენის საკითხი,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.

https://www.youtube.com/watch?v=2hrNW-DIcP0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებულის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა
შემდეგი სტატია,,ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს” – მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი