,,ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს” – მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ,,ფეისბუქით” ეხმიანება:

,,ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ვისაც ჰგონია , რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების.

P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტს გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება,”-წერს მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში(Video) დავით ბაქრაძე : ქვეყანაში, სადაც ქუჩაში ისვრიან და აფეთქებენ, ხელისუფლება უნდა წავიდეს
შემდეგი სტატიაკოლმეურნეობის მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რჩებიან