დავით ბაქრაძე: აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია

აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულთა ნეშტებია დასვენებული. ბაქრაძემ პარტიის წევრებთან ერთად მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას. სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს ადამიანები გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და რაც მთავარია, მათი საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. ეს საქმე არის საქართველოს გამთლიანება მათ სადიდებლად და ყველა იმ ადამიანის გასახსენებლად, ვინც სიცოცხლე შესწირა აუცილებლად მშვიდობიანად, პოლიტიკით ბოლომდე მივიყვანთ ამ გმირების საქმეს. ბოლომდე მივიყვანთ იმას, რასაც სიცოცხლე შესწირეს ამ გმირებმა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ვისურვებდი, ისეთი საქართველო გვქონდეს, როგორზეც ეს გმირები ოცნებობდნენ
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია