დათანხმება მოხდა ისეთ პირობებზე, რაც წინასწარ გაცხადებული იყო რომ ნიკა მელიასთვის იყო პრინციპულად მიუღებელი

დათანხმება მოხდა ისეთ პირობებზე, რაც წინასწარ გაცხადებული იყო რომ ნიკა მელიასთვის იყო პრინციპულად მიუღებელი – აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარე საკანში უფლებადამცველებმა დღეს მოინახულეს. როგორც ირკვევა, მელიას პოზიცია უცვლელია.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ მელია ამნისტიის შესახებ შეთანხმებას პოზიტიურად ვერ შეაფასებს, ხოლო გირაოს ნაწილში მისი გადაწყვეტილება ურყევია და ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციონერებმაც:

ნიკა მელიას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობისგან, რომლებმაც გასცეს ბრძანება, რომ დაერბიათ დაუნდობლად დემონსტრაცია, ესროლათ დათვის ტყვიები, ამოეთხარათ თვალები, ცხადია, რომ მას ვერ ექნება პოზიტიური დამოკიდებულება ამ ამბავთან დაკავშირებით. ნიკა მელიამ ეს პოზიცია დღეს კი არ დაიჭირა, ის ამაზე მუდმივად საუბრობდა.

მისთვის არ ყოფილა წინასწარ ცნობილი რა პირობით ხდებოდა ნიკა მელიას გათავისუფლება ამ დოკუმენტის თანახმად.

პირველი ეს არის გირაო, რომელიც ტექსტში არ არის, მაგრამ, როგრც აღმოჩნდა იყო ზეპირი შეთანხმების საგანი და ყველასთვის ნათელი იყო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო და მეორე – ამნისტია, რომელიც იმდენად ბუნდოვანი პირობით იქნა ჩადებული, რომ შესაძლებელი გახდა მოძალადეების და ჯალათების მიმართაც იყოს გამოყენებული – ამბობს დიტო საძაგლიშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: აცრის წინ ანალიზები საჭირო არაა, არეკლამებენ ხალხს ფული, რომ დაახარჯვინონ
შემდეგი სტატიაშავგულიძე: ჩვენი სურვილია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით