იმნაძე: აცრის წინ ანალიზები საჭირო არაა, არეკლამებენ ხალხს ფული, რომ დაახარჯვინონ

“კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ანალიზები საჭირო არ არის.
“არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სერიოზულ კვლევებზე ვლაპარაკობ, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა, ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.

არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა, არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი”, – აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: რურუას 27 აპრილს შევიწყალებ, როცა ოპოზიციური პარტიები პლენარულ სხდომაზე შევლენ
შემდეგი სტატიადათანხმება მოხდა ისეთ პირობებზე, რაც წინასწარ გაცხადებული იყო რომ ნიკა მელიასთვის იყო პრინციპულად მიუღებელი