დასავლეთი ბუჩას ფალსიფიცირებულ კადრებზეა კონცენტრირებული – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინაში ჯარების კონფიგურაცია შეცვალა, მაგრამ მსოფლიომ ეს არ დააფასა და საპასუხოდ ბუჩას “ფალსიფიცირებული” კადრები გაავრცელა.

ლავროვმა “India Today” -სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მაშინ როდესაც დასავლეთს ერაყში, სირიასა და ავღანეთში მომხდარზე ხმა არ ამოუღია და რუსული მხარის მიერ მიწოდებულ რეალურ მტკიცებულებებს უგულებელყოფდა, ბუჩას ფალსიფიცირებულ კადრებს სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად ავრცელებდა.

“სამწუხაროდ, დასავლეთში არავინ ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მიერ მოწოდებულ ფაქტებზე. სანაცვლოდ კი ბუჩასთან დაკავშირებულ ფალსიფიცირებულ კადრებზე არიან კონცენტრირებული. როგორც იცით, რუსულმა სამხედრო შენაერთებმა ქალაქი ბუჩა 30 მარტს დატოვეს და კონტროლი ისევ უკრაინულმა მხარემ აიღო. 3 დღის შემდეგ ქალაქის ქუჩებიდან ათობით დაღუპული ადამიანების ცხედრების კადრები უკრაინელებმა და მათმა დასავლელმა მფარველებმა სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გაავრცელეს. ამ დროს კი ხმა არავის ამოუღია რაც სირიაში, ერაყსა და ავღანეთში ხდებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, ტოლერანტულები ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი დასავლელი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მათ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ, რაც მოესურვებათ”,- ამბობს ლავროვი.

banner
წინა სტატიაში“წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – საგამოძიებო სამსახური
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს