დარწმუნებული ვიყავით, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებდა, ეფექტურად წარედგინა სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2019 16:15

დარწმუნებული ვიყავით, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებდა, ეფექტურად წარედგინა სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში

საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას დარწმუნებული ვიყავით, რომ იგი ეფექტურად შეძლებდა, სახელმწიფო და ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოედგინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან აქტიურად დაიწყო საერთაშორისო ვიზიტები ევროპაში და საფრანგეთში ვიზიტიც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.

„როდესაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ის იყო, რომ დარწმუნებული ვიყავით, ეფექტურად შეძლებდა, სახელმწიფო და ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოედგინა. ძალიან აქტიურად დაიწყო საერთაშორისო ვიზიტები და კამპანია ევროპაში. ვფიქრობ, საფრანგეთში ვიზიტიც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. მაღალი დონის შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტთან, მის ოჯახთან, ასევე ის კავშირები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში დიასპორასთან ჰქონდა, აქტიურად არის გამოყენებული ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2019 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,098
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics